ESPN-მა 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა.
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების გარემარბი ვინისიუსი წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. წლის საუკეთესო მწვრთნელად ასევე მადრიდული გუნდის თავკაცი კარლო ანჩელოტი დასახელდა.
გასული წლის საუკეთესო გუნდი გახდა ესპანეთის ნაკრები, მისი გარემარბი ლამინ იამალი კი ნომინაციის „წლის გარღვევა” გამარჯვებული.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალისა” და „მანჩესტერ სიტის” მატჩი (3:3) წლის საუკეთესოდ თამაშად აღიარეს.
ქალთა ფეხბურთში წლის ფეხბურთელია აიტანა ბონმატი (ბარსელონა), საუკეთესო გუნდი – „ბარსელონა“, საუკეთესო მწვრთნელი – ემა ჰეისი (ჩელსი, აშშ-ს ნაკრები).
GIPHY App Key not set. Please check settings