რუსულმა სფაეხბურთო გამოცემა soccer.ru-მ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე პერსპექტიული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა და საუკეთესო 11-ეულში საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
soccer.ru-ს შედგენილი სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
მცველები: ბუკაიო საკა (არსენალი), უილიამ სალიბა (მარსელი), ეშკო გვარდიოლი (ლაიპციგი), ალფონსო დევისი (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ფლორიან ვირცი )ლევერკუზენი), პედრი (ბარსელონა)
თავდამსხმელები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ელრინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ვინისიუსი რეალი)
გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 14 შეხვედრა გამართა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings