საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა გამოცემა Sofoot-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„2021 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოდან შემოთავაზება მივიღე, ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ. თბილისში 2006 წელს ვიყავი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად (3:0 მოგვიგეს ევრო 2008 წლის შესარჩევში). ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ბუნდესლიგაში, დამიკავშირდა და მალევე დავთანხმდი.
პროექტი მომეწონა, რადგან შემომთავაზეს გუნდის შენება. ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე ბევრი არ მიფიქრია. კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივეს, დამატებითი ორწლიანი ოპციით.
გადავწყვიტე, წელიწადში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია ვიცნობდე ქვეყანას, მის კულტურას, ტრადიციებს, მოსახლეობას და კარგად ვიცნობდე ფეხბურთელებს. ისე, ქართულის სწავლასაც კი ვცდილობდი, მაგრამ ფეხბურთელებმა მითხრეს, თავი დაანებეო! ანბანი, რომელითაც მხოლოდ საქართველოში წერენ, ძალიან რთულია.
საქართველოში წელიწადში დაახლოებით შვიდ თვე ვატარებ ს. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან მდიდარი კულტურით. ის იყო ოკუპირებული ოსმალების და რუსების მიერ, იყო საბჭოთა პერიოდი. ხალხი მეგობრული და თბილია, საკვები კი ძალიან გემრიელი აქვთ. როცა მატჩებზე რეგიონებში დავდივარ, ამ პატარა ქვეყნის სილამაზეს ვაცნობიერებ. თბილისი კი ძალიან ლამაზი ქალაქია, სასიამოვნო და დინამიური. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ, მანქანის კარზე გასაღები დატოვოთ“, – ამბობს სანიოლი.
GIPHY App Key not set. Please check settings