გულს ისევ გამარჯვება მონატრებია. დიახ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გამარჯვებები მოენატრა და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თამაში ოფიციალურია თუ ამხანაგური. კოსოვოს და შვედეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთი დავით ვოლკოვის სადებიუტო გოლით დაამარცხა და 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა.
ვოლკოვის სადებიუტო გოლი: საქართველოს ზედიზედ მესამე გამარჯვება
“არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. უფრო, დიდ ყურადღებას ვაქცევ სათამაშო ხარისხს და არა მატჩის შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ წლის ბოლო მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, 4 თვე არ შევხვდებით ერთმანეთს და სასიხარულოა, რომ კარგ, პოზიტიურ განწყობაზე დავშორდით ერთმანეთს.
დავით ვოლკოვი ჩვენი გუნდის ახალი წევრია. ის შვედეთთან მატჩში კარგად ჩაერთო და დღეს გოლიც გაიტანა. მისი თავდაჯერებულობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სანაკრებო დონეზე გაცილებით მეტია საჭირო. მან მეტი უნდა იმუშაოს. “
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს. გუშინ, გიორგიმ გვითხრა, რომ მას მუხლი აწუხებდა და თამაშს ვერ შეძლებდა. ნაკრების სამედიცინო შტაბმა ის შეამოწმეს და სერიოზული დაზიანება ვერ ნახეს, მაგრამ გიორგი თავს არაკომფორტულად გრძნობდა და შეკრების დატოვება გადაწყვიტა”, – თქვა ვილი სანიოლმა.
დავით ვოლკოვი
“ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამეხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან”.
GIPHY App Key not set. Please check settings