in ,

ვილი სანიოლი: ყველაფერი კარგისკენაა შეცვლილი

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩამდე ეროვნული გუნდის მესაჭემ, ვილი სანიოლმა პერსკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

 ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გათამაშების დაწყებამდე, ვთქვი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდი, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ მაკედონიაა, რადგან ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში იტალიის დამარცხება შეძლო. ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ჩვენზე მეტს მიაღწიეს. თუმცა, თითოეული გათამაშება განსხვავებულია. ეს ტურნირი კარგად დავიწყეთ, ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი, ჯგუფს ვლიდერობთ. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა.

თამაშს ფრეზე ფიქრით ვერ დავიწყებთ. ჩემი გამოცდილებით, ასეთ დროს სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ჩვენი მიზანი იგივე დონის თამაშის ჩვენებაა, რაც ივნისში გვქონდა. ბოლო მატჩებმა დაგვარწმუნა, რომ თამაშის მოსაგებად კარგი გუნდური დაცვაა საჭირო, ხოლო ბურთის ფლობის დროს, ჩვენი საუკეთესო უნარების წარმოჩენა. ასე რომ, ხვალ ფრეზე არ ვიფიქრებთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ. 

ფეხბურთელების მომზადების დონეზე საუბარი რთულია. მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა სრული შემადგენლობით, თუმცა გუშინდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. 23 მოთამაშე გვყავს და მოახლოებულ ორ შეხვედრაში ბევრი ალტერნატივა გვექნება. რა თქმა უნდა, ეს უმაღლესი დონის თამაშია ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ და არჩევანს იმ ფეხბურთელებზე შევაჩერებ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში და  90 წუთის განმავლობაში ინტენსიური თამაშისთვის მზად არიან. 

რა თქმა უნდა, მწვრთნელს ყოველთვის ურჩევნია, რომ მისმა ფეხბურთელებმა მაღალ დონეზე ბევრი თამაში ჩაატარონ, რადგან ისინი დიდ გამოცდილებას იძენენ. თუმცა, 18 თვის წინ მდგომარეობა განსხვავებული იყო. ფაქტი, რომ დღეს გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში ასპარეზობენ, მაბედნიერებს. კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი –  ისინი ქართული კლუბების აღზრდილები არიან და აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქმიანობა, რომელსაც ეს კლუბები და საქართველოს ფეხბურთს ფედერაცია ეწევა. ახალგაზრდებთან სწორ მუშაობას კარგი მომავალი მოაქვს. ბოლო წლებში განხორციელებულ საქმიანობას შედეგი აქვს. 

ჯანსაღი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას აძლევს ფეხბურთელებს, რომ უფრო თამამად ითამაშონ, რისკზე წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის რთული იქნება საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. არსებული წარმატებული სერია ძალიან დადებით გარემოს ქმნის, ბევრისთვის ეს სიახლეა. ერთადერთი რისკი ასეთ სიტუაციაში არის ის, რომ მოთამაშეები, შესაძლოა, მოდუნდნენ, თუმცა ჩვენი, როგორც სამწვრთნელო შტაბის საქმიანობა, არის იმის ახსნა, რომ თითოეულ თამაშს საკუთარი ისტორია აქვს და თუ მზად ხარ, რომ ბოლომდე დაიხარჯო, პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ საღამოს ყველაფერი სწორედ ასე იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

sportmedia.mk – ორგანიზაციული მოუმზადებლობა ან მიზანმიმართული პროვოკაცია

გურამ კაშია: მაკედონიასთან გამართული ფინალი უნდა დავივიწყოთ