ვილი სანიოლი ირლანდიაში მუშაობის შოკისმომგვრელი კანდიდატი გახდა.
ამის შესახებ წერს The Sun.
საფრანგეთისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს, რომელიც პირველ დიდ ტურნირზე გასვლისთვის ემზადება.
ისინი ორ კვირაში პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდებიან.
თუმცა 46 წლის სანიოლი ვარაუდობს, რომ მან შესაძლოა დატოვოს გუნდი, მაშინაც კი თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
ბოლო ინტერვიუში, კითხვაზე, იქნება თუ არა ეს მისი ბოლო სამუშაო, სანიოლმა თქვა: ”დიახ, მე ასე ვფიქრობ“.
აი რა თქვა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა:
„ხანდახან ისეთ პირობებში მუშაობა არ არის ადვილი, როდესაც ნაკლები რესურსებია, ასეთ დროს ყოველდღიური მოტივაციაა საჭირო.
გაგრძელება პლეი-ოფში მარცხის შემდეგ, ან პირიქით ისტორიული შედეგის შემდეგ, შეიძლება გართულდეს, რადგან ამას დიდი ენერგია და მოტივაცია სჭირდება“.
ირლანდია კი აპირებს ახალი მწვრთნელი აპრილში გამოაცხადოს.
GIPHY App Key not set. Please check settings