საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ბათუმის “აჭარაბეთ არენა” უიღბლო გამოდგა. ვილი სანიოლის გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვინდა, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ, ვიდრე დღეს ვითამაშეთ. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი მოთამაშე გამოგვაკლდა. როცა ეს ხდება, ვითარება რთულდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ თამაშობ… დღევანდელ მატჩს ვუყურებთ, გავაანალიზებთ – ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და ესპანეთთან უკეთ ვითამაშოთ.
“დიდი განსხვავება დავინახეთ საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებს შორის. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები შეთამაშებულები იყვნენ..”-თქვა ვილი სანიოლმა
ამ სირცხვილს ბათუმის წვიმაც ვერ ჩამორეცხავს: საქართველო არაღიარებულ კოსოვოსთან დამარცხდა
GIPHY App Key not set. Please check settings