საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ მატჩებში სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციოდაა, თუმცა ამ შეხვედრებში წარმატების მიღწევას ეროვნული გუნდისთვის და ვილი სანიოლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, საბერძნეთთან შეხვედრაზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა და ახლაც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. თუმცა, მარტში ვაჩვენეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია და მეტიც, მოგებას ვიმსახურებდით. მსგავს თამაშს ველოდებით ახლაც და ვიმედოვნებთ, რომ შედეგი უკეთესი იქნება. ახლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვართ, ვიდრე სექტემბრის მატჩებში კოსოვოსთან, ესპანეთსა და ბულგარეთთან. თუ ბოლომდე დავიხარჯებით და იმას ვაჩვენებთ, რასაც ბოლო დღეებში ვარჯიშებზე, მჯერა, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ”.-თქვა სანიოლმა
GIPHY App Key not set. Please check settings