in

ვილიარეალმა მიქაუტაძე წარადგინა: ესპანეთში თამაში სულ მინდოდა და მზად ვარ – ვის ამსგავსებენ ქართველ თავდამსხმელს

„ვილიარეალმა“ ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც.

ჩვენიანის გარდა კიდევ სამი ახალწვეულია: ტანი ოლუვასეი, არნაუ ტენასი, მანორ სოლომონი. ღონისძიება „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა.

„მჯერა, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩვენს გულშემატკივარს თავს შეაყვარებს. ასე ვიტყოდი, ის ქუჩის, ძველი ეპოქის სტილის ფეხბურთელია და თამაშის მანერით დავიდ ვილიასა და ემილიო ბუტრაგენიოს მაგონებს. მასზე ძალიან დიდი ფსონი გავაკეთეთ და დარწმუნებულები ვართ, დიდ დახმარებას გაგვიწევს“, – განაცხადა „ვილიარეალის“ სპორტულმა დირექტორმა ფერნანდო როიგ ნეგეროლესმა.

წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს თავად მიქაუტაძემაც უპასუხა.

„მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტს და მწვრთნელს ნდობისთვის. “ვილიარეალის” ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი ვარ და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ნდობა გავამართლო, მიყვარს დიდ მიზნებთან შეჭიდება.
გუნდში ტიტულების მოსაგებად მოვედი. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და აქაც იმავეს გავაკეთებ.

დარწმუნებული ვარ, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გამიჭირდება. ესპანეთის ჩემპიონატს ბავშვობიდან თვალს ვადევნებდი და ძალიან მინდოდა აქ თამაში. ვფიქრობ, რომ ჩემი სათამაშო თვისებები ესპანეთის ჩემპიონატს შეესაბამება და „ვილიარეალთან“ ერთად ყველაფერი კარგად გამომივა.

გავიცანი თანაგუნდელები, რომელთაგან ზოგი ნაკრებში იყო გამოძახებული და გუნდში ბრუნდებიან. აიოსე პერესთან უკვე დავმეგობრდი, თანდათან ყველას კარგად გავიცნობ.

ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზად ვარ. მოუთმენლად ველი პირველ თამაშს, თან მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. უკეთესი დებიუტი ვერც წარმომედგინა”.

შეგახსენებთ, რომ “ვილიარეალმა” მიქაუტაძე კლუბისთვის სარეკორდო ფასად – 31 მილიონ ევროდ შეიძინა და 2031 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.
ჩვენიანის ახალი გუნდი 13 სექტემბერს, ლა ლიგაში, სტუმრად “ატლეტიკოსთან”, ხოლო 16-ში, ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სტუმრად “ტოტენჰემთან” ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე: ტაბატაძე სევილიას დაუკავშირეს

კაშია შეიძლება ვიტესში დაბრუნდეს