in

ვიზრდებით… ტორპედომ ტირანაში მოიგო და გავიდა

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ტირანას“ ალბანეთში 1:0 მოუგო და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპის ბარიერი დაძლია.

ჩვენები თავიდანვე დაწინაურდნენ. უკვე მე-3 წუთზე გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან გიგი მჭედლიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე დასწრებაზე ითამაშა და ლამაზად მიუჩინა ბურთს კარში ადგილი.

ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი.

მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, ერთი ხანობა ბურთიც დაიჭირა. იონსენს კი 90-ე წუთზე მეორეს გატანაც შეეძლო, როდესაც გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა და შესანიშნავი შანსი გაანიავა. იონსენს შანსი დამატებულ დროშიც ჰქონდა, მაგრამ კარს მეორედაც ააცილა.
თავის მხრივ „ტირანაც“გადარჩენას ცდილობდა და დიდი ძალებით უტევდა.

„ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე საკამოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება, 25 ივლისს ნიქოზიაში, ხოლო 1 აგვისტოს ქუთაისში.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
პირველი მატჩი 1:1

ტირანა (ალბანეთი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1
18 ივლისი. ელბასანი. “ელბასან არენა”. 2 500 მაყურებელი
გოლი: 0:1 იონსენი (3. მჭედლიშვილის პასით)

ტორპედო: კლიაიჩი, პირესი, სანდოხაძე, ნადარაია, მონტეირო, აურო (61. ბიძინაშვილი), ელიტონი (71. შერგელაშვილი), ნინკოვიჩი, მჭედლიშვილი, გიგაური (85. მანჯგალაძე), იონსენი
მწვრთნელი: სტივ კინი

გაფრთხილება: იონუზი (7), აურო (60), გიგაური (81)

სტივ კინი (“ტორპედოს” მწვრთნელი):

“პირველ რიგში, დიდი მადლობა გუნდის ყველა ფეხბურთელს – ადგილზე არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. რთული მატჩი გამოვიდა, ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ სწორი მუშაობით შემდეგ ეტაპზე გავედით.

კარგი გუნდი ვართ, ვპროგრესირებთ, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ. რაც მთავარია, ვიზრდებით და შედეგიც მოვა.

ბოლოს განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”. დიდი მანძილის მიუხედავად, ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენს გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მადლობა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე მერამდენედ: დინამომ ისევ გაუგებარ გუნდთან წააგო

მიქაუტაძე ლიონის ფეხბურთელია: ჟორჟი ბავშვობას 2028 წლამდე დაუბრუნდა