ბრიტანული მედია და ტრიბუნები – უსასტიკესი, მაგრამ ძალზე სამართლიანი პლატფორმები. უბრალოდ, როდესაც საქმე ტრიბუნებს და ქომაგს ეხება გაფაციცებული ისმენ თითოეულ სიტყვას, იქნებ რაიმე სალაღობო გამოვიჭიროო, ჰოდა, გუშინდელი მატჩი “ლივერპულსა” და “ვესტ ჰემს” შორის კაი თავშესაქცევი გამოდგა.
სიტუაცია ასეთია: კურტ ზუმა იქცევა და წამოდგომას ვერ ახერხებს ტკივილის ფონზე და ამდროს, სრულიად “ენფილდ როუდი” – ადგილი, სადაც ქომაგობის მაგისტრები იყრიან თავს ასეთ ჩენთს აგუგუნებენ: “ზუსტად ასე გრძნობდა თავს შენი კატაო”.
🤣🤣🤣🐱 pic.twitter.com/F7SAus7ojX
— The Redmen TV (@TheRedmenTV) October 19, 2022
რატომ კატა? გასულ სეზონში ზუმას ძალზე არასასიამოვნო ამბავი გადახდა თავს. ერთ დღეს, თვითერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ზუმა საკუთარ კატას გვარიანად აპამპულავებს და ამით ერთობა. კატების უფლებადამცველებმა კი უმალ ხმალს ქარქაში წააძრეს და პირგამეხებულნი ეკვეთნენ ზუმას, რომელიც “ვესტ ჰემმა” ცოტახნით გუნდიდან მოკვეთა, შემდეგ კი იყო ბოდიში და სიტუაციის დალაგება.
GIPHY App Key not set. Please check settings