24 ივნისს ლეო მესის დაბადების დღე ჰქონდა. სასტუმროსთან, სადაც ის იუბილეს აღნიშნავდა, 200 ადამიანი მივიდა.
ფეხბურთელი დაბადების დღეს სანაკრებო პარტნიორებთან ერთად სასტუმრო Short Hills-ში აღნიშნავდა. მან თაყვანისმცემლებს ფანჯრიდან ხელი დაუქნია, რომლებიც მისალოცად მივიდნენ. ყველა მათგანს არგენტინის ნაკრების ლოგოიანი ტორტის ნაჭერი მისცეს.
„ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის! წელსაც ისე დაემთხვა, რომ დაბადების დღეზე ნაკრებში ვარ. ასე რომ, ცოტას აღვნიშნავთ და მომდევნო მატჩისთვის მომზადებას გავაგრძელებთ. გეხვევით!“ – დაწერა მესიმ სოცქსელებში.
ლეო 37 წლის გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings