14 წლის წინ ლიონელ მესიმ პირველად ჩაიცვა მაისური 10 ნომრით, რაც ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა.
ლეო მანამდე 19 ნომერს ატარებდა, 2006/07 და 2007/08 წლების სეზონებში, ორჯერვე ლეომ ორნიშნა გოლებს მიაღწია ლა ლიგაში.
როგორც კი რონალდინიო „მილანში“ გადაბარგდა, მესიმ ნომერი შეიცვალა.
მან პირველად 10-იანი წინასასეზონო მატჩში ჩაიცვა შოტლანდიური „ჰიბერნიანის“ წინააღმდეგ ედინბურგში სტადიონ „მიურეიფილდზე“.
„ბარსამ“ 6:0 მოიგო, მესიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და პედროს დაგოლე პასიც მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings