ერლინგ ჰაალანდის დუბლი დორტმუნდის „ბორუსიას“ „მაინცის“ დამარცხებაში დაეხმარა (3:1). ნორვეგიელმა გოლები 54-ე და 94-ე წუთებზე (პენალტით) გაიტანა.
თამაშის დასრულებისას „ბორუსიელები“ ფანების ტრიბუნისკენ გაემართნენ, რათა ტრადიციულად გულემატკივრებს მისალმებოდნენ. მოედანზე კი ერთი ფანი შეიჭრა, თუმცა ის არ გაუგდიათ, პირიქით – ჰაალანდი ძალიან თავაზიანი აღმოჩნდა.
ფეხბურთელი ჩაეხუტა ქომაგს, აჩუქა მაისური, გადაიღო სელფი და მერე მასთან ერთად ტრიბუნის წინაშე იცეკვა. ამის შემდეგ ჰაალანდმა მას გასვლა თხოვა, მაგრამ მადააღძრულ ფანს ეს არ ეყო – ის სხვა ფეხბურთელებთან გაიქცა.
ბუნდესლიგის 6 მატჩში 21 წლის ჰაალანდს 9+3 შედეგი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings