in

(ვიდეო) ჯუდ ბელინგემი “ლივერპულს” ძალიან მიუახლოვდა

გუშინ საღამოს უმუნდიალო დღისგან გაწვალებულმა სოც ქსელების გადახედვა დავიწყე და რამდენიმე წუთში თვითერი აფეთქდა.

კრისტიან ფაულკი, ერთ-ერთი სანდო და გავლენიანი ჟურნალისტი: “ლივერპული ბელინგემის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მადრიდის რეალს შეატყობინეს, რომ წითლები ბრძოლას იგებენ. ჯუდის ოჯახს კი მისი ლივერპულში ხილვა სურს” – აი აქედან დაიწყო ნამდვილი სიგიჟე.

შემდეგ იყო “INFINITE DE MADRID”, რომელმაც დაწერა, რომ ბრძოლა, პრაქტიკულად დასრულებულია და “ლივერპულმა” გაიმარჯვა.

დილიდან კიდევ არაერთმა გამოცემამ და ჟურნალისტმა დაწერა ამის შესახებ. საუბარია მომდევნო ზაფხულზე და “ლივერპული” დაახლოებით 130 მილიონს გადაიხდის, თუმცა გაოფიციალურებამდე ჯერ ადრეა.

აქვე ჯორდან ჰენდერსონისა და ჯუდ ბელინგემის ვიდეოც, რომელშიც “რეალის” ქომაგი ჯუდს მადრიდში გადაბარგებას სთხოვს, მაგრამ ჰენდერსონმა მარტივად მოჭრა: “NO REAL”.

ბოლო პერიოდში, 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი გამუდმებით ტრენტთან ან ჰენდერსონთან ატარებს დროს. სქაუზერებს დაჯერება უჭირთ, მაგრამ – IS HE COMING HOME?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ბურთთან ერთად ყველაზე მეტს დარბის

ქართველების მწირი დღე NBA-ში