in

ვიდეო: წიტაიშვილმა გრანადაში პირველად ითამაშა

ესპანეთში გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა ახალ გუნდში პირველად ითამაშა. ქართველის „გრანადა“ ამხანაგურ შეხვედრაში, ანდალუზიურ დერბიში „სევილიას“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.

მატჩი „სევილიის“ ბაზაზე გაიმართა და ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სევილიელებმა სოუსასა (22-ე წუთი) და საულის (51) გოლებით მოიგეს.

ქართველი ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა, გიორგი 63-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
აღსანიშნავია, რომ „გრანადამ“ საგოლე მომენტები სწორედ ამის შემდეგ შექმნა.

„გრანადა“ ჩემპიონატის სტარტამდე კიდევ ერთ სპარინგს ითამაშებს, 8 აგვისტოს საუდის არაბეთის „ალ-ვეჰდასთან“. ლა ლიგა 2-ის სეზონი კი 15 აგვისტოს „ალბასეტესთან“ საშინაო მატჩით ეწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ დავყრი ფარ-ხმალს და ვიბრძოლებ… ილია სულამანიძის სამწუხარო წამები

კვარაცხელია პსჟ-ს დათანხმდა, მაგრამ პარიზი ნაპოლის ვერ შეუთანხმდა