საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დაფიქსირა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებები დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა. 1/4 ფინალში კი, რუსეთის ნაკრებთან უაღრესად მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. რუსეთთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდს გასახდელში ემოციური სიტყვებით მიმართა და თქვა, რომ ის საოცრად ამაყია.
GIPHY App Key not set. Please check settings