გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის 23-ე ტურში „პორტსმუთი“ ბოლო წუტებზე დაამარცხა – 2:1.
მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლი შეფასებები მიიღო: sofascore – 7.2, flashscore – 7.2, whoscored – 6.7.
უკვე დებიუტში ჩაკვეტაძის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა ჯებისონი, მაგრამ ვერ გაიტანა.
უოტფორდი – პორტსმუთი 2:1
გოლები: 0:1 სუონსონი (10), 1:1 კაიემბე (57, პენ), 2:1 ვატა, (90)
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მე-6 ადგილზეა (პრემიერლიგის პლეი ოფის ზონა) და 29 დეკემბერს „კარდიფ სიტის“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings