in

ვიდეო: შვეიცარიამ უკრაინელ ტანმოვარჯიშეზე ფილმი ოსკარზე წარადგინა

რეჟისორ ელი გრაპეს ფილმი „ოლგა“, რომელიც საფრანგეთის, შვეიცარიისა და უკრაინის ერთობლივი ნაწარმოებია, „ოსკარზეა“ წარდგენილი. სურათი შვეიცარიული მხარის მიერ არის ნომინირებული.

„ფილმი „ოლგა“ შვეიცარიის მხრიდან პრემია „ოსკარის“ მიღებაზეა წარდგენილი როგორც საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი“ – ნათქვამია უკრაინის კინოაკადემიის ცნობაში.

დრამის სიუჟეტი 15 წლის ტანმოვარჯიშეზე მოგვითხრობს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება. სპორტსმენმა უნდა აირჩიოს ქვეყანა, რომლის სახელითაც გამოვა – შვეიცარია, სადაც ვარჯიშობს ან უკრაინა, სადაც მისი ჟურნალისტი დედა ევრომაიდანის ამბებს აშუქებს.

„ოსკარის“ წესების თანახმად, კო-წარმოებით გადაღებული ფილმები მხოლოდ ერთი მხარის მიერ შეიძლება იყოს წარდგენლი. ამრიგად, ვერც უკრაინა და ვერც საფრანგეთი ამ ფილმს ვეღარ წარადგენენ.

მთავარ როლებს უკრაინელი ტანმოვარჯიშეები ანასტასია ბუდიაშკინა და საბრინა რუბცოვა ასრულებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკდონალდსმა ლივერპულს დასცინა

ვიდეო: მესის ჰეთ-თრიკი და ცრემლები: ლეომ პელეს გადაასწრო, არგენტინამ კოპას მოგება სამშობლოში აღნიშნა