in

ვიდეო: შერმადინმა ბარსას 27 ქულა ჩაუგდო

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში “ბარსელონასთან”. ქართველი ცენტრი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს დუპირისპირდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა პირადი სტატისტიკა შესანიშნავი აქვს: 25 წუთში 27 ქულა ჩაუგდო მასპინძელ “ბარსელონას”, “ტენერიფე” კი დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა.

ეს ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრა იყო. შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით “ტენერიფე” ტოლ-სწორად ეთამაშა “ბარსას”. ეს გახლავთ ქართველი ცენტრის შედეგიანობით მეორე საუკეთესო მატჩი ამ სეზონში – შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, მისი საუკეთესო შედეგი “გრან კანარიასთან” დაფიქსირდა – 41.

შერმადინმა 27 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. მან 25:21 წუთი ითამაშა და 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ ასევე 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინი ბოლო 3 ტურიდან ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და დიდი შანსია, ამ, 30-ე ტურის MVP-ის ტიტულიც დაიმსახუროს. განსხვავებით მატჩის MVP-ისა, აუცილებელი პირობა არაა გამარჯვება. ანუ ტურის MVP შესაძლებელია გახდეს კალათბურთელი, რომლის გუნდიც დამარცხდა.

“ტენერიფეს” 19 მოგებითა და 11 მარცხით ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და 30 აპრილს, 31-ე ტურის მატჩში კონკურენტს, “მანრესას” ხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტოები: მამარდაშვილი ფინალში – ერთი პენალტი თითქმის აიღო

ლივერპული დარჩა, მანჩესტერი ჩარჩა – XXXIV ტური