ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” სტუმრად “სარაგოსა” დაამარცხა – 93:89.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 31 წუთი ითამაშა და სოლიდური 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა. ამის გამო ის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ორმაგ დუბლამდე კი ერთი მოხსნა დააკლდა.
გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 6-ვე საჯარიმო გამოიყენა.
„ტენერიფეს“ 25 მატჩიდან 20 აქვს მოგებული, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება, 6 აპრილს კი “გრანადას” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings