გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკონტინენტთაშორისო თასზეც თამაშობს. ტურნირისთვის გუნდები კანარის კუნძულებზე ჩავიდნენ. პირველ ნახევარფინალში „სან პაულუმ“ „რიო გრანდე“ 90:71 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალში კი შერმადინის „ტენერიფე“ აფრიკის ჩემპიონ ტუნისის „მონასტირს“ შეხვდა და უბრალოდ გაანადგურა – 112:42 სძლია.
გიორგი სასტარტო ხუთეულში კი იყო, თუმცა რადგან გუნდმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, მწვრთნელმა ლიდერი მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. თუმცა შერმადინმა ამ დროში საქმე მაინც გააკეთა: 10 ქულა და 3 მოხსნა.
12 თებერვალს, ფინალში „ტენერიფე“ ბრაზილიურ „სან პაულუს“ შეხვდება.
შერმადინს „ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასი 2020 წელს აქვს მოგებული.
GIPHY App Key not set. Please check settings