in

ვიდეო: შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე სიჩქარეს კრიფავს. ესპანეთის ჩემპიონატის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ტენერიფელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. კუნძულელთა მორიგი მსხვერპლი ლიგის დებიუტანტი, თუმცა სეზონის 3 გამარჯვებით დამწყები ხირონა გახლდათ. შერმადინის გუნდი ჟირონელებს სტუმრად შეხვდა და საკმაოდ კომფორული გამარჯვება გაიფორმა – 79:66.

საართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი 7 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზოგადად, კანარიელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ყველაზე შედეგიანი მხოლოდ 13 ქულით ჟოან სასტრე იყო.

ლენოვო ტენერიფე ლიგა ენდესაში 2 მოგებით და 3 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ შეაფასეს ჩვენები: საუკეთესოდ კვარაცხელია აღიარეს

შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის სამიდან მესამე მოგება