in

ვიდეო: შერმადინის 23 ქულამ და 8 მოხსნამ ტენერიფეს ვერ უშველა – გიო MVP-ია

ესპანეთის ჩემპიონატში ერთი მატჩი ჩატარდა. ეს გახლდათ 10-11 მაისს გასამართი 31-ე ტურის შეხვედრა, რომელიც გიორგი შერმადინის გუნდმა წინასწარ ითამაშა, რადგან 8-9 მაისს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში თამაში უწევს. ტენერიფელთა მეტოქე გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ძლიერი გუნდი უნიკახა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ტენერიფე კარგად დხანს იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უნიკახამ იძალა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 91:78. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:26 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 8 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ლაგუნა ტენერიფეს 30 მატჩში 23 მოგება შერჩა, თუმცა, კვლავაც მე-2 ადგილზეა, ლიდერი კი მადრიდის რეალია 25 გამარჯვებით. შერმადინის კლუბს მომდევნო შეხვედრა 4 მაისს სტუმრად ჟირონასთან ელის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალი გახდა ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი: ხვიჩაც ათეულშია – ბუქმეკერების ვერსია

ორი ინგლისური გუნდი ფინალშია, თითქმის მესამეც – ევროტურნირები