in

ვიდეო: შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა გიორგი შერმადინის ტენერიფე, რომელიც კარგა ხანია, მე-3 ადგილზეა და ვერა და ვერ ავიდა ზევით. როგორც იქნა, ეს 23-ე ტურში მოხდა, რომელშიც მეორეზე მყოფი კონკურენტი უნიკახა სარაგოსასთან დამარცხდა, ტენერიფემ კი გასვლაზე ბილბაოს სძლია და მე-2 ადგილზე აინაცვლა.

ტენერიფელებმა ბასკეტით ქალაქში 73:65 მოიგეს და ამაში მთავარი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და შესაბამისად, MVP გახდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 21 ქულა და 9 ოხსნა მიითვალა. შერმადინმა 12-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფემ პირველი პერიოდი 20:13 მოიგო, ხოლო შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი ფრედ 19:19 დასრულდა და გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა 15:14 გაიმარჯვეს.

ტენერიფე მომდევნო ტურში, 23 მარტს, საკუთარ არენაზე ანდორასთან ითამაშებს. ცხრილში მეორეზე მყოფ ტენერიფეს წინ მხოლოდ მადრიდის რეალი ჰყავს, რომელსაც კუნძულელებზე 1 მოგებით მეტი და 1 წაგებით ნაკლები აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

65525

კიტემ პენალტი გაიტანა, შტურმმა მოიგო

პსჟ-მა ვითომ მდევარს მოუგო, ხვიჩა ისევ ძირითადში იყო