in

ვიდეო: შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა. კანარის კუნძულელებმა სტუმრად, “ლეიდასთან” ითამაშეს და ბოლო პერიოდში გადატანილი ომის შემდეგ იმარჯვეს. დასკვნითი პერიოდის წინ მასპინძლები ქულით იგებდნენ. ლეიდა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ცენტრის წინამძღოლობით ტენერიფემ ბოლო პერიოდი 33:20 მოიგ და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულა – 84:72 იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, რითაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, MVP-ის ტიტული ერგო.

ტენერიფე 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი ოფშიც გასულია, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს, ვალენსიას უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე, გიორგის სუპერგოლი გაუტანეს

შენგელიას შვიდიანები: ვირტუსმა პლეი ოფი ვენეციასთან მოგებით დაიწყო