in

ვიდეო: შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ბრეოგანთან

გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მისმა ტენერიფემ ბრეოგანს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით გამარჯვება იზეიმა – 90:81.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ტენერიფეს ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა. ურგვაელმა ბრეოგანთან 23 ქულა დააგროვა.

ეს გახლდათ ბოლო ტური სამეფო თასის წინ, რომელშიც ლიგა ენდესას ცხრილის 8 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ტენერიფელთა მეტოქე მეოთხედფინალში ბასკონია იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ხდება პსჟ-ში: ფეხბურთელი კლუბზე მაღლა ვერ დადგება – რატომ თქვეს ლუის ენრიკემ და დემბელემ ის, რაც თქვეს

ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო: ჩვენებმა ტყვია წარმატებით ისროლეს