ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაც გრიპის ვირუსით იყო გამოწვეული, თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. მისმა ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი სტუმრად, ტორტონასთან ჩაატარა და 81:91 დამარცხა. ბოლონიელები სერიას 2:0 იგებდნენ და საბოლოო გამარჯვებამდე 1 მოგება აკლდათ, თუმცა მეტოქემ ივაჟკაცა და ჩამორჩენა გააბათიულა.
მასპინძლებმა პირველივე პერიოდი დიდი სხვაობით მოიგეს (27:15) და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. თორნიკემ პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 1-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ერთი სამქულიანიც ისროლა, თუმცა ვერ გამოიყენა. ტორტონას ბალდასომ 17 ქულით ულიდერა. მან 9-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. მეოთხედფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა 18 მაისს გაიმართება, ვირტუსი ტორტონასთან ისევ სტუმრად ითამაშებს.
გიგა ჯანელიძის ვენეცია რეჯიანასთან 66:78 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო არ ჰქონდა. ჯანელიძის გუნდი მეოთხედფინალურ სერიას 1:2 აგებს.
GIPHY App Key not set. Please check settings