in

ვიდეო: შენგელიას 22 ქულა და MVP-ის ტიტული ევროლიგის მატჩში

თორნიკე შენგელიამ ჩვეული ფორმა აღიდგინა. ტრავმის შემდეგ, რომელმაც მას რამდენიმე მატჩი გამოატოვებინა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ კიდევ რამდენიმე მატჩი შედარებით პასიური იყო, ქართველმა ფორვარდმა შედეგიანი მატჩი გამოაცხო. ეს მოხდა 6 იანვრის ღამეს, ბარსელონაში, სადაც კატალონიურმა გრანდმა თლ ავივის მაკაბის უმასპინძლა და ზედმეტი გართულებების გარეშე – 93:83 დაამარცხა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:12 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბარსელონას მხრიდან ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა ვილი ერნანგომესმა, ნიკოლა ლაპროვიტოლამ 14 ქულა მიივალა, კევინ პანტერმა კი – 12. მაკაბის ტამირ ბლატმა (17 ქულა, 9 პასი) და ჯეილენ ჰოარდმა (15 ქულა, 5 მოხსნა) ულიდერეს.

13 მოგებითა და 7 მარცხით ბარსა 20-გუნდიანი ევროლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერებს – ისრაელის ჰაპოელსა და ესპანურ ვალენსიას. შემდეგი მატჩი ბარსელონას 9 იანვარს, შინაურ არენაზე, სერბულ პარტიზანთან ელის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას ყოველ ზამთარს ვერ იშოვი

ზურიკოთი ევერტონიც დაინტერესდა, მაგრამ სენტ ეტიენი ახლა არ უშვებს