თორნიკე შენგელია, რომელიც ევროლიგის მე-4 ტურის MVP გახდა, წარმატებულად ითამაშა მომდევნო, მე-4 ტურშიც, რომელშიც მისმა “ვირტუსმა” სერბულ “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლა. შეხვედრა ბოლონიელთა გამარჯვებით – 85:79 დასრულდა, ქართველი ფორვარდი კი თავის გუნდში 19 ქულით ბომბარდირი გახდა.
მთელი მატჩის განმავლობაში წინ „ვირტუსი“ იყო, თუმცა სერბული კლუბი ბოლო წუთამდე იბრძოდა და თამაშიც სანახაობრივი გამოვიდა. „ზვეზდას“ რიგებში ექს-ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი თამაშობდა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა. სამაგიეროდ შენგელია იყო ერთ-ერთი გამორჩეული: 30 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი სერბული გუნდის ამერიკელი ლეგიონერი შაბაზ ნეიპიე გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი.
„ვირტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის ჩემპიონატში 22 ოქტომბერს „სასარის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings