თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 30-ე მატჩი გამართა. ბოლონიელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და 79:96 დამარცხდნენ.
პირველი ტაიმი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. მესამეში შემგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა“ სხვაობის შემცირებაც შეძლო და თამაშის შემოტრიალების იმედიც გაუჩნდა. თუმცა, მეოთხე რაუნდში ბოლონიელებმა ვერაფერი გააწყვეს ხორვატი მარიო ჰეზონიას წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ 5 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 8 სამიანი მოუგროვდა (11-დან) და 26 ქულით მატჩის ბომბარდირიც გახდა. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 25 წუთი, 10 ქლა, 6 მოხსნა, 3 პასი.
„ვირტუსს“ 13 მოგება, 17 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა და ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 28 მარტს თელ-ავივში „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings