ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ საკლუბო ტურნირში თორნიკე შენგელიამ 1 კვირის ინტერვალით უკვე მეორე პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ფირვარდმა წინა კვირაში 35 ქულა დააგროვა, ხოლო ამჯერად, “პარტიზანთან” შეხვედრაში 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს შედეგი შენგელიასთვის უმაღლესი იყო ევროლიგაში.
სამწუხაროდ შენგელიას გუნდმა ისევ ვერ მოიგო. ვირტუსი ბოლონიაში სერბულ გუნდთან 71:81 დამარცხდა. შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო – მან სასტარტო ხუთეულში, 30:32 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან ორი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
თორნიკემ ამ სეზონში 8 პასი მეორედ გააკეთა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ვირტუსს 7 მოგება და 18 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა და 26-ე ტურში პარიზს მასპინძლობს.
კამარ ბოლდუინის ბასკონიამ სტუმრად მონაკოსთან 14 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა მატჩი მაინც დათმო – 85:92. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 6 ქულითა და 3 პასით დაასრულა. ბასკონიამ 10 მოგებითა და 15 მარცხით მე-15 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 20 ქულა აქვს და მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings