in

ვიდეო: შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიელებმა ერთ-ერთ კონკურენტსა და ევროლიგაში მოასპარეზე არმანი მილანოს უმასპინძლეს და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 84:75.

ქართველმა ფორვარდმა შედეგიანად ითამაშა. შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ვირტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ბოლონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი – 27 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ნიშნულიდან კი უფრო წარმატებით ესროლა: 6-დან 3 შორი სროლა ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

ვირტუს ბოლონია 16 მოგებით და 6 წაგებით სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 17 მარტს, პეზაროს სტუმრად შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თოვლის ფრენბურთის ევროპის ტურზე საქართველომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

კვარამ ეს იცის… ხვიჩა ბარსასთვის მთავარი საფრთხეა