თორნიკე შენგელიამ მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა. იტალიის პირველობაზე მისი „ვირტუსი“ სტუმრად „ტრევიზოს“ შეხვდა და მოუგო– 80:74.
ქართველმა 35 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი.
9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მარგი ქმედების კოეფიციენტი 37 ჰქონდა.
თოკო მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს.
„ვირტუსი“ 18 მოგებით ჩემპიონატის თანალიდერია, პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.
GIPHY App Key not set. Please check settings