თორნიკე შენგელიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი ჩინებული თამაშის მიუხედავად, ვირტუს ბოლონია დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, რომელშიც ვირტუსი სტუმრად პესაროს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 86:87 დამარცხდა.
ბოლონიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე 3-ქულიანი მიიღეს, რის გამოც ოვერტაიმი დაინიშნა. იქაც, ყველაფერი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, პეზარომ მაინც მოიგო
შენგელიამ 29 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.
პეზაროს შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი მარკის მაკდაფი იყო (23 ქულა, 8 მოხსნა), ანდრეა ჩინჩარინიმ 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო ვირტუსში მარკო ბელინელი გამოირჩა 18 ქულით.
ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს, რის გამოც მხოლოდ 16 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 25 მარტს, ბრეშას, რომელიც ლიდერია, სტუმრად დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings