in

ვიდეო: შენგელიას ვირტუსმა კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსს პრინციპული მეტოქე ჰყავდა – მოგებებითა და წაგებებით თანაბარი “ტრენტინო”, რომელთანაც 2-3 ადგილებს იყოფდა. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ვირტუსის გამარვებით – 80:75 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. ვირტუსის რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო – 23 ქულა.

ვირტუსს 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ ბრეშას. ტრენტოს 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. ვირტუსი 16 მარტს ნაპოლის ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

15 ყველაზე განათლებული ფეხბურთელი: ტრინიდადელი მეკარე NASA-ში სტაჟირებას გადიოდა

გოგამ 4 ქულა, სანდრომ 3 ქულა ჩააგდეს და ორივემ წააგო