თორნიკე შენგელიას ვირტუსი ევროლიგაში მოგებას მოგებაზე ითვლის. იტალიურმა კლუბმა ბერძნულ პანათინაიკოსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 69:67 დაამარცხა.
მთელი თამაში წინ ბერძნები იყვნენ, რიგ ეპიზოდებში 13 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდი „ვირტუსმა“ მაღალ დონეზე ჩაატარა და ბოლო წუთს თანაბარ ანგარიშზე შეხვდა – 67:67. თამაშის ბედი დანიელ ჰაკეტის კარგმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ტყორცნით ბოლონიელები 69:67 დააწინაურა, საპასუხო იერიშისას კი „ოლიმპიაკოსის“ კალათბურთელი შეტავეში დააჯარიმა და მატჩიც „ვირტუსის“ გამარჯვებით დასრულდა.
ჰაკეტმა 8 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 30 წუთი, 6 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი.
ბოლონიელებს 15 ტურის შემდეგ ევროლიგაში 11 მოგება აქვთ და „რეალის“ შემდეგ (14 გამარჯვება) მეორე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 21 დეკემბერს „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings