in

ვიდეო: შენგელიამ რეალთან ელ კლასიკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო

თორნიკე შენგელიამ ბარსელონას ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და მისი საკითხი, ითამაშებდა თუ არა მომდევნო მატჩს, ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. შენგელია იმ გამონაკლის კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესების შიშით მოედანზე გასვლას რომ ერიდებიან, როცა რისკი არსებობს. შენგელიას რომ ფეხი ბოლომდე მყობრში არ ჰქონდა, ეს ფაქტია, მაგრამ თამაშის წინ მან გადაწყვეტილება მიიღო, ელ კლასიკო ეთამაშა და მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

სამწუხარო ის გახლდათ, რომ შეხვედრა რეალის გამარჯვებით დასრულდა. ევროლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბარსა ელ კლასიკოს მასპინძელი იყო, რეალმა კი დიდებულად ითამაშა, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა. მადრიდელებმა ძირითადად სამქულიანი სროლებისა და მოხსნების ხარჯზე შეხვედრა 101:92 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:11 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 8-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მხოლოდ ვილ კლაიბერნს (23) ჩამორჩა, რომელმაც თამაში 19 ქულით დაასრულა. 18 ქულა ჰქონდა კევინ პანტერს, იან ვესელიმ კი 15 ქულა მიითვალა. რეალის რიგებში შეუჩერებელი იყო კანადელი ლეგიონერი ტრეი ლაილსი, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა 26-დან 15 სამქულიანი (57.7%) მიითვალეს და მასპინძლებს მოხსნებში 36:21 აჯობეს.

ბარსელონას 5 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნთან ჩაატარებს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი იცავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდის შენების პროცესში ვართ: სანიოლი ევროპული წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას უბრუნდება

მამუკელაშვილის 12 ქულა და ტორონტოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება