in

ვიდეო: შენგელიამ ევროლიგაში ყოფილს მოუგო – ბარსამ ვირტუსი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი და გამარჯვება ბარსელონას შემადგენლობაში. თანაც პირადად შენგელიასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება იყო, რადგან ის მის ყოფილი გუნდის წინააღდეგ თამაშობდა.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კლუბში, სადაც თორნიკეს უთამაშია, ის გამორჩეულად უყვართ და აფასებენ. ვირტუსმა წინა სეზონის ბოლოს თოკოს გულთბილი გამომშვიდობება გამოუწყო და მადლობებით დაიღვარა, დღეს კი ქართველი ფორვარდი ბარსელონას მაისუროთ ვირტუსის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს მოხდა ევროლიგის მე-11 ტურში. ბარსელონამ ბოლონიურ კლუბს უმაპინძლა და 88:81 გაიმარჯვა.

ბოლო პერიოდის წინ ბარსა 6 ქულით აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშის წყალობით, რომელშიც შენგელია ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდი 27:14 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია. შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24:22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა.

თოკომ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ბარსელონას რიგებში ყველაზე შედეგიანი კევინ პანტერი იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, ვილ კლაიბერნმა 13 ქულა მიითვალა, იან ვესელიმ – 12, ნიკო ლაპროვიტოლამ კი – 10. ვირტუსს 17 ქულით მეტიუ მორგანმა ულიდერა.

კატალონიურ კლუბს 7 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს, სტამბოლში ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვისაუბრეთ, რომ ხალხს დავუფასოთ სიყვარული და გვერდში დგომა: ტაბატაძეს ნაკრებში მეგობრული განწყობა დახვდა

ახალგაზრდულმა საქართველომ ლიდერთან წააგო და ახლა გერმანიას ელოდება