პრაღის „სლავიამ“ ამასწინ ევროპა ლიგიდან „ლესტერი“ გააგდო, ახლა ჩეხურ გუნდს წელს წაუგებელი „გლაზგო რეინჯერსი“ ელოდება.
ევროთასების შუალედში კი შიდა საქმეებია მოსაგვარებელი. „სლავია“ ქვეყნის თასის 1/8 ფინალში მარტივად გაუსწორდა მესამე დივიზიონის კარლოვი ვარის „სლავიას“ – 10:3.
ამ მატჩმა კარლოვი ვარელების კუთხურის გამო მიიქცია ყურადღება. ფავორიტი 7:1-ს იგებდა, როდესაც მის კარში კუთხური დაინიშნა. სტუმართა 5 ფეხბურთელი ერთად შეგროვდა საჯარიმოში, წრე შემოარტყეს, მერე უცებ გაიქცნენ… სასაცილო იქნებოდა, მაგრამ ტაქტიკამ გაამართლა – გოლი გავიდა.
ლუდვიკ ტომამ მეორე გოლი გაუტანა „სლავიას“.
GIPHY App Key not set. Please check settings