ფრანგული „მეცი“ კიდევ ერთმა ქართველმა შეავსო, კიდვე უფრო კონკრეტულად კიდევ ერთმა გიორგიმ. მიქაუტაძის, წიტაიშვილის, აბუაშვილის შემდეგ გუნდში გიორგი ქვილითაიაც მივიდა. ქართველ თავდამსხმელს 11 ნომერი მისცეს და პრესას შეახვედრეს.
ჩვენიანმა ტრანსფერსა და იმედებზე ისაუბრა.
„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და აქ თამაში. იმედი მაქვს, რომ გუნდს მიზნის მიღწევასა და ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები.
წიტაიშვილმა და აბუაშვილმა ბევრი კარგი რამ მითხრეს „მეცის“ შესახებ, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ქალაქი და გუნდი გახდა.
საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მახასიათებენ როგორც ტექნიკურ მოთამაშეს, გოლებიც გამაქვს, მიყვარს, როდესაც თანაგუნდელებს პასებით ვამარაგებ“.
ქვილითაია ფრანგულ კლუბში ნახევარი წლით იჯარით არის, კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.



GIPHY App Key not set. Please check settings