in

ვიდეო: ქვილითაიას დუბლი – როგორ ითამაშეს ლეგიონერებმა სანაკრებო მატჩების წინ

სანაკრებო პაუზის წინ ჩვენმა ლეგიონერებმა კლუბებში ბოლო რეპეტიცია გაიარეს. ბევრმა მათგანმა მშვენიერი პრაქტიკა მიიღო.

ლა ლიგა 2-ის მე-8 ტურში “ლევანტესა“ და „ოვიედოს“ მატჩი 0:0 დასრულდა. გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებებია: sofascore – 6.8, flashscore – 6.8.
“ლევანტე” 15 ქულით მე-3 ადგილზეა და 13 ოქტომბერს “რასინგთან” ქოჩირაშვილის გარეშე ითამაშებს.

„კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმი ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა „სილკებორგთან“ გასვლით შეხვედრაში. ჩვენიანის გუნდმა 0:2 შემოაბრუნა და 2:2 დაასრულა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველების დაპირისპირება შედგა – ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ ლევან შენგელიას „ოფის“უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, შენგელია კი წამატებულ წუთზე შეცვალეს.

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში დუბლი შეასრულა და „არისს“ „ომონიასთან“ მოაგებინა – 2:1. გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს.
ქვილითაია 25-ე წუთზე კარგად გაიხსნა და ფლანგური გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა. ხოლო შემდეგ უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი.
ქვილითაიამ კი მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

კვიპროსში ლაშა დვალის „აპოელმა“ ლარნაკას „აეკს“ უმასპინძლა და შეხვედრის ბოლოს გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.

პოლონეთში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სტუმრად „შლიონსკთან“ 0:2 მოატრიალა და 4:2 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა 7.2 ქულა მიიღო.

ირაკლი აზაროვის „შახტარი“ უკრაინის პრემიერლიგაში შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს“ დაუპირისპირდა და 5:1 აჯობა. ორმატჩიანი პაუზის შემდეგ აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც შოთა ნონიკაშვილმა. მე-60 წუთზე ნონიკაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ხელმეორედ დაარტყა და სხვაობა შეამცირა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმმა კონკურენტი გაანადგურა: კიტეიშვილმა მაღალი შეფასება მიიღო

ზურიკო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია და ცხადია სიმბოლურშიცაა