რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა და ქართველმა მორაგბეებმა თავი გამოიჩინეს.
„მეტალურგისა“ და „ლოკომოტივის“ თამაშის 75-ზე წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ „ლოკომოტივის“ შუამარბმა ნიკოლოზ ცირეკიძემ დადო ლელო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პენზელებმა მეტოქე
27:30 დაამარცხეს. გადამწყვეტი ჯარიმა გაწითლებულ დროზე ნოვოკუზნეცკელებს რეზი ბროძელმა გაუტანა და რკინიგზელებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე, მატჩის მე-11 წუთზე, თავისი ლელო დამარცხებული „მეტალურგის“ ქართველმა ბურჯმა, მიხეილ რატიაშვილმაც დადო.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის მუდმივი ფავორიტები, კრასნოიარსკული გუნდები – „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შეხვდნენ. თამაში „ენისეიმ“ ანგარიშით 15:6 მოიგო. მატჩის გამორჩეული ეპიზოდი 73-ე წუთზე დავით მესხმა შემოგვთავაზა. ქართველმა გარემარბმა ბურთი კიდესთან ახლოს მიიღო, არსებული სივრცე აითვისა, ცრუ მოძრაობებით ოთხ მეტოქეს, მათ შორის რუსეთის ნაკრების მგეზავ იური კუშნიაროვს აუარა გვერდი და საოცარი ინდივიდუალური იერიში მეტოქის ლელოში დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings