in

ვიდეო/ფოტო: საქართველო გერმანიაშია, საქართველო ევროპაზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და ევრო 2024-ისთვის მზადებას ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.

ჩვენი გუნდი გერმანიაში პოდგორიციდან გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა.

დიუსელდორფის აეროპორტში საქართველოს ნაკრებს ქალაქის ვიცე-მერი, იოზეფ ჰინკელი დახვდა. ჩვენი გუნდი ქალაქ ფელბერტში დაბინავდა, სადაც 11 ივნისს, პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო/ფოტო: თბილისიდან ტრევიზომდე – იტალიური შეკრება დაიწყო

ჩვენი მეტოქეები: წაგებული თურქეთი უკეთესია, ვიდრე მოგებული ჩეხეთი