საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.
ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.
შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings