in

ვიდეო/ფოტო: თბილისიდან ტრევიზომდე – იტალიური შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ტრევიზოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობით თბილისში 1-დან 8 ივნისის ჩათვლით ივარჯიშა, რის შემდეგაც შერჩეული 15 კალათბურთელით ნაკრები იტალიაში, სამწვრთნელო შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება 3 კალათბურთელი – კაპიტანი თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, ჯო ტომასონი. სანდრო ნაკრებს 13 ივნისს, ამერიკიდან შეუერთდება, შენგელიას და ტომასონის შემატების საკითხი ამ კალათბურთელების კლუბებზეა დამოკიდებული, რომლებიც შესაბამისად იტალიისა და ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და სანამ ყველაფერი არ დასრულდება, ისინი ნაკრებში ვერ გაემგზავრებიან.

ნაკრებს ტრევიზოში შეუერთდება მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილიც, რომლის მონაკოც საფრანგეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თბილისური ვარჯიშების შედეგად იტალიაში გასამგზავრებლად ეს 15 კალათბურთელი შეირჩა:

რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ავთანდილ ბახტაძე.

ეს კალათბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ტრევიზოში თბილისი-სტამბოლი-ვენეციის რეისით გაემგზავრნენ. ვენეციის მარკო პოლოს სახელობის აეროპორტიდან ტრევიზოს სასტუმრო Maggio Consიglio-მდე არსებული 40 კილომეტრი ჩვენმა ნაკრებმა ავტობუსით დაფარა და 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე იყო.

2 მოთამაშეს – კალა ჯინჭარაძეს და ალექსანდრე ფევაძეს მცირე ტრავმა აწუხებთ. მათ თბილისში ბოლო ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა ხვალიდან ორივე შეზღუდვის გარეშე ჩაერთვებიან მზადების პროცესში.

ტრევიზოში 12-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან საათნახევრის სავალზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში, 23 ივნისს დაუპირისპირდება.

რაც ეეხება პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპს, ის ლატვიის დედაქალაქ რიგაში – 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სექტემებრში იტყვიან, ოქტომბერში გვეტყვიან: ოქროს ბურთის ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება

ვიდეო/ფოტო: საქართველო გერმანიაშია, საქართველო ევროპაზეა