დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს – ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში.
მატჩის წინა დღეს, გუნდებმა მატჩის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
GIPHY App Key not set. Please check settings