საშინელი ინციდენტი მოხდა საბერძნეთის ჩემპიონატის А1-ში (რეგიონალური ლიგა) „ანტემოს გალისტასა“ და „ჰალკიდის“ შორის შეხვედრაში. 75-ე წუთზე ფეხბურთელებმა წაიკამათეს და მოედანზე დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. დაშავდა სამი ფეხბურთელი და სტუმართა მწვრთნელი. მას თეძო გაუტეხეს.
განსაკუთრებულად უსიამოვნოა ეს ფაქტი იმის გამო, რომ თამაში დაიწყო წუთიერი დუმილით იანვარში მოკლული „არისის“ 19 წლის გულშემატკივრის გამო. ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის პაოკ-ის ფან-კლუბის წევრი აღმოჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings