მექსიკის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში „კერეტაროსა“ და „ატლასს“ შორის ტრიბუნებზე მასობრივი ჩხუბი ატყდა.
სტადიონ „კორეხიდორზე“ თამაში 62-ე წუთზე შეწყდა ფანების შეტაკების გამო. უსაფრთხოების სამსახურმა სტადიონის დამატებითი გასასვლელები გახსნა, რათა მაყურებელს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს, ტრიბუნები დაეტოვებინა.
ჩხუბის მონაწილეები სკამებს იყენებდნენ.
ფატალურ შედეგზე ცნობები არ არის, 22 ადამიანი კი დაზარალდა, 9 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სხვების მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. ყველა დაშავებული მამაკაცია – ამის შესახებ შტატ კერეტაროს პოლიციის წარმომადგენელმა აცნობა.
GIPHY App Key not set. Please check settings