სპორტული არხის ESPN-ის კოლუმბიური ვერსიის წამყვანმა კარლოს ორდუსმა პირდაპირ ეთერში საშინელი ტრავმა მიიღო.
ორდუსს სტუდიის დეკორაცია დაეცა. მისმა კოლეგებმა ინციდენტის გააზრებაც კი ვერ მოასწრეს, როცა ყურში მუშაობის გაგრძელების შესახებ მითითება მიიღეს. კადრს მიღმა ისმის, თუ როგორ ამხნევებენ კარლოს: “მშვიდად, მშვიდად“.
შემთხვევიდან 15 წამის შემდეგ გადაცემა რეკლამაზე გავიდა და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით კარლოსმა ვიდეო გადაიღო და თავის „ტვიტერზე“ გაავრცელა:
„მინდა გითხრათ ყველას, ვინც გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ჩემზე ნერვიულობდა, კარგად ვარ. საბედნიეროდ, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მედიკოსებმა სერიოზული ვერაფერი ნახეს – მხოლოდ სილურჯეები, არანაირი მოტეხილობა. მადლობა ყველას ჩემზე ნერვიულობისთვის“.
GIPHY App Key not set. Please check settings